საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მწვრთნელთა განათლებისა და პროფესიული განვითარების განყოფილების ორგანიზებით ტექნიკურ ცენტრ “ბასაზე” უეფას მწვრთნელთა განათლების C ლიცენზიის პირველი მოდული გაიმართა.
სხვადასხვა საკითხებთან ერთად სასწავლო კურსის მონაწილეებმა ინფორმაცია მედიასთან ურთიერთობასა და პირველად სამედიცინო დახმარებაზე მიიღეს. C ლიცენზიის აღნიშნულ კურსზე 20 მწვრთნელი ირიცხება და სასწავლო პროცესის დასრულების შემდეგ, გამოცდების წარამტებით ჩაბარების შემთხვევაში ყველა მათგანს საერთაშორისო კატეგორიის ლიცენზია გადაეცემა.
შეგახსენებთ, რომ 2018 წლიდან მწვრთნელთა განათლების C ლიცენზიის კურსი უეფას მწვრთნელთა განათლების კონვენციასთან სრულ შესაბამისობაში მოვიდა და საერთაშორისო სტატუსი მიენიჭა.
www.gff.ge