კატალონიის "ბარსელონას" გულშემატკივრებს ნეიმარის დაბრუნება არ სურთ. ბარსელონურმა გამოცემა Mundo Deportivo-მ გამოკითხვა ჩაატარა, სადაც გულშემატკივრები 71.2%-მა ბრაზილიელის უკან დაბრუნებაზე უარი განაცხადა. "ბლაუგრანას" მზარდამჭერები ყველაზე მატად (48%) მატის დე ლიხტის ტრანსფერს უჭერენ მხარს.
ნეიმარმა "ბარსელონა" 2017 წელს დატოვა. "პარი სენ ჟერმენმა" სარეკორდო თანხა 220 მილიონი ევრო გადაიხადა. ბოლო პერიოდში ევროპული წამყვანი გამოცემები ბრაზილიელის ესპანურ გრანდში დაბრუნებაზე საუბრობენ, ასევე აღნიშნავენ, რომ ტრანსფერში "ბარსელონა" ფილიპე კოუტინიოსაც ჩართავს. თუმცა როგორც აღმოჩნდა, გულშემატკივრები სამხრეთამერიკელის წასვლის გამო დღემდე განაწყენებულები არიან.
ნეიმარი ამჟამად ტრავმირებულია და გასული სეზონის თითქმის ნახევარი ასევე დაზიანების გამო გაუცდა. ბრაზილიელმა 2018/19 წლების სეზონში 28 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 23 გოლი და 13 საგოლე გადაცემა შეასრულა. სამხეთამერიკელის სატრანსფერო ღირებულება 180 მილიონი ევროა.