ფეხბურთი

13:58 | 23.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

ალვეშმა პსჟ დატოვა

ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მცველმა დანი ალვეშმა "პარი სენ ჟერმენი" დატოვა. აღნიშნული ინფორმაცია ინსტაგრამის გვერდის მეშვეობით ფეხბურთელმა პერუსთან მოგებული მატჩის შემდეგ გაავრცელა. ალვეშმა ფრანგულ გრანდს მადლობა გადაუხადა.

სამხრეთამერიკელი პსჟ-მ 2017 წელს "იუვენტუსიდან" თავისუფალი აგენტის სტატუსით დაიმატა. ალვეშმა პარიზულ გუნდთან ერთად საფრანგეთის ჩემპიონატი ორჯერ, ხოლო თასი ერთხელ მოიგო. ჯერჯერობით უცნობია თუ სად გააგრძელებს კარიერას დანი.

0.109542