გერმანიის ქალაქ დიუსელდორფში დასრულებულ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ხმლით მოფარიკავეთა ნაკრებმა მეშვიდე ადგილი დაიკავა.
ტურნირი ქართველმა მოფარიკავეებმა (სანდრო ბაზაძე, ბექა ბაზაძე, მიხეილ მარდალეიშვილი, ნიკა შენგელია) ბელორუსთან 45-34 გამარჯვებით დაიწყეს, მეოთხედფინალში კი ურთულეს ბრძოლაში, ევროპის საუკეთესო გუნდთან, იტალიის ნაკრებთან, რბილად რომ ვთქვათ მსაჯის საეჭვო გადაწყვეტილების გამო, მინიმალური სხვაობით 44-45 დამარცხდნენ, დამამშვიდებელ რაუნდში ჯერ საფრანგეთთან 30-45 წააგეს, შემდეგ კი დიდი ბრიტანეთის ნაკრებს 45-31 სძლიეს.
საქართველოს ხმლით მოფარიკავეთა ნაკრებმა მეშვიდე ადგილით, ქართული ფარიკაობის ისტორიაში საუკეთესო შედეგი აჩვენა.
წინ მსოფლიო ჩემპიონატია...
საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის პრესსამსახური