ძიუდო

20:13 | 22.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

ლუხუმ ჩხვიმიანი მინსკის ევროპული თამაშების გამარჯვებულია

მინსკში დაწყებულ ევროპულ თამაშებზე პირველი ოქროს მედალი საქართველოს ნაკრებს ლუხუმ ჩხვიმიანმა მოუტანა. ქართველმა ძიუდოისტმა 60 კილოგრამ წონითი კატეგორიის ფინალში ფრანსისკო გარიგოსი თითო-თითო ვაზარით და შიდოთი დაამარცხა და ოქროს მედალი მოიპოვა. ამავე წონაში ამირან პაპინაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლას რეპეშაჟიდან ჩაერთი და გადამწყვეტ დაპირისპირებაში ბელგიელ მორიც პლაფკის სძლია.

66 კილოგრამ წონით კატეგორიაში კი საქართველოს ნაკრებმა ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. გადამწყვეტ შეხვედრებში ბაგრატ ნინიაშვილმა ჩეხი პაველ ტეტრიკოვი დაამარცხა, ხოლო ვაჟა მარგველაშვილმა დენის ვიერუ. ამავე წონის ფინალში უკრაინის სახელით მოასპარეზე გიორგი ზანთარაია, რომელმაც ნახევაფინალში ნინიაშვილს მოუგო, იტალიელ მატეო მედვესს დაუპირისპირდება და იპონით დაამარცხა.

0.116924