„ინდიანა პეისერსის“ ქართველი ახალწვეული გოგა ბითაძე 4 წლის განმავლობაში 13.6 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს. ცნობილმა გამოცემა Forbes-მა NBA-ს დრაფტზე არჩეული კალათბურთელების სავარაუდო ანაზღაურება გამოაქვეყნა.
ხსენებული გამოცემის მონაცემებით, 19 წლის ჩვენებური „პეისერსში“ საწყის ორ სეზონში 5.8 მილიონ დოლარს მიიღებს, ხოლო 4-წლიანი კონტრაქტის ბოლოს 13.6 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს.
ბუნებრივია, ყველაზე მაღალი გასამრჯელო ზაიონ უილიამსონს ექნება, რომელიც „ნიუ ორლეანში“ 4 წლის განმავლობაში 44 მილიონ დოლარს მიიღებს.
შეგახსენებთ, გოგა ბითაძე დრაფტის მე-18 ნომრად „ინდიანა პეისერსმა“ აიყვანა და 19-ნომრიანი მაისურიც გადასცა.