ფეხბურთი

16:20 | 22.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ჩიხურა" - "ფოლა ეშის" მატჩის ჩატარების თარიღი და ადგილი შეიცვალა

საჩხერის "ჩიხურა" ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩს 18 ივლისის ნაცვლად 17 ივლისს ჩაატარებს. აღნიშნულის მიზეზი კი „ჩიხურასა“ და „ტორპედოს“ მატჩების დროსა და ადგილში თანხვედრა გახდა.

გამომდინარე იქიდან, რომ იმერული კლუბების სტადიონებზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, ორივე მათგანს საშინაო არენად მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი ჰქონდათ მითითებული.

აღნიშნულიდან გამომდინარე კი ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ საჩხერის „ჩიხურა“ ლუქსემბურგის „ფოლა ეშს“ 17 ივლისს, "მიხეილ მესხის" ნაცვლად „დინამო არენაზე, თბილისის დროით 20:00 საათზე დაუპირისპირდება.

შეგახსენებთ, რომ „ჩიხურასა“ და „ფოლა ეშის“ პირველი შეხვედრა 11 ივლისს “ემილ მაიშზე“ გაიმართება.

0.113537