ჩოგბურთი

1:42 | 22.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

კალაშნიკოვა მეოთხედფინალში დამარცხდა

ქართველი ჩოგბურთელი ოქსანა კალაშნიკოვა ესპანეთის ქალაქ მალიორკაში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირს (საპრიზო ფონდი 250 000 ევრო) მეოთხედფინალში გამოეთიშა.

ოქსანა წყვილთა თანრიგში ავსტრალიელ მონიკ ადამჩაკთან ერთად ჩაება და პირველი რაუნდიც დასძლია, მე-2 წრეში კი მე-2 ნომრად განთესილ ბელგიურ-შვედურ დუეტთან (კირსტენ ფლიპკენსი-იოჰანა ლარსონი) 4:6, 3:6 დამარცხდა.

0.127895