კალათბურთი

13:37 | 21.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

გოგა ბითაძე: "ამიერიდან ჩემი ოცნების ნაწილი ვიქნები"

დრაფტის შემდეგ გოგა ბითაძეს ინტერვიუ ჩამოართვა “ინდიანა პეისერსის” ვებ-გვერდმა…

– NBA-ში მოხვედრა ჩემი მიზანი იყო, რაზეც მთელი ცხოვრება ვოცნებობდი. ახლა ემოციების გამოხატვა მიჭირს, მაგრამ ძალიან გახარებული ვარ. ეს ყველაფერი ჩემი ოჯახის დამსახურებაა, მას ეკუთვნის. ოჯახის თითოეული წევრი ძალიან მეხმარება.

– “ინდიანა პეისერსის” შესახებ რა იცი?

– ბავრი რამ. ყველა მოთამაშის თამაშს ვიცნობ, მათ პლეი ოფებში რეგულარულად ვადევნებდი თვალს. ძალიან მომწონს ვიქტორ ოლადიპო. მიხარია, რომ სწორედ “ინდიანაში” მომიწევს თამაში. ჩვენ დიდებული გუნდი გვყავს. 100%-ით დავიხარჯები, რომ გუნდს წარმატებაში დავეხმარო.

– ოკეანის გაღმა თამაშობდი. ბევრს არ ჰქონდა ევროლიგაზე შენი გამოსვლის ხილვის საშუალება. როგორ აღწერდი საკუთარ სათამაშო სტილს?

– პირველ რიგში ვიტყვი, რომ მოედნის ორივე მხარეს, დაცვასა და შეტევაში ბევრს ვმუშაობ. შემიძლია გუნდისთვის ენერგიის, პოზიტიური ენერგიის მოტანა. სროლაც შემიძლია და თამაშის წაკითხვაც. მოკლედ, ვეცდები ყველაფერი კარგად შევასრულო, რასაც მწვრთნელი მოითხოვს.

– კალათბურთის გარდა კიდევ რა ინტერესი გაქვს?

– ბევრს ვვარჯიშობ და ნამდვილად არ მაქვს დრო, სხვა რამ ვაკეთო. თუმცა მიყვარს მუსიკა, წიგნის კითხვა, კომპიუტერული თამაშები…

– ყველაზე მეტად რამ გაგახარა დრაფტზე არჩევის შემდეგ?

– ეს არის NBA, ჩემი ოცნება. ამიერიდან ჩემი ოცნების ნაწილი ვიქნები. ამაზე სასიხარულო რა უნდა იყოს?!

0.115234