„ინდიანა პეისერსის“ მთავარმა მწვრთნელმა ნეით მაკმილანმა გოგა ბითაძის შესახებ კომენტარი გაააკეთა. „პეისერსის“ თავკაცის განცხადებით, გოგას თამაში არ უნახავს, მაგრამ აქვს ინფორმაცია, რომ ასეტ დონეზე თამაში უკვე შეუძლია.
„ბითაძის თამაში აქამდე არ მინახავს, რადგან ვერ ვიფიქრებდი, რომ ჩვენ ავირჩევდით, მაგრამ როგორც სკაუტებმა მითხრეს, NBA-ში სათამაშოდ უკვე მზადაა. ჩვენ სამი ახალგაზრდა ცენტრი გვყავს, მაგრამ ვფიქრობ ბითაძის სტილი საბონისის სტილს წააგავს“, - თქვა მაკმილანმა.
შეგახსენებთ, „ინდიანა პეისერსმა“ ბითაძე დრაფტის მე-18 ნომრად აირჩია და ჩვენებული დამდეგი სეზონიდან ამ გუნდის ღირსებას დაიცავს.