ხორვატიის ეროვნული ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა დარიო სრნამ საფეხბურთო კარიერა დაასრულა. სრნამ ოთხშაბათს განაცხადა, რომ იტალიური კლუბი "კალიარი" დატოვა. დღეს კი "შახტარმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც დარიო ახალი მწვრთნელის ლუიშ კასტრო სამწვრთნელო შტაბში იმუშავებს.
დარიო სრნამ მთელი თავისი კარიერა ფაქტობრივად დონეცკურ კლუბში გაატარა. უკრაინული გრანდის რიგებში ხორვატი ფეხბურთელი 2003-2015 წლებში თამაშობდა. მარჯვენა გარემარბმა "შახტარის" რიგებში 493 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 45 გოლი და 121 საგოლე გადაცემა შეასრულა.
სრნა უკრაინის ჩემპიონი ათჯერ გახდა, თასი შვიდჯერ, ხოლო სუპერთასი რვაჯერ მოიგო. დარიო უკრაინის ჩემპიონატის სეზონის საუკეთესო მოთამაშედ ორჯერ დაასახელეს. ხორვატიის ნაკრებში კი სრნამ 134 მატჩი ჩაატარა და ამ მაჩვენებლით რეკორდსმენია.