სხვა

17:40 | 20.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

ქართველ მოფარიკავეთა მე-14 ადგილი ევროპის ჩემპიონატზე

საქართველოს ქალ მოფარიკავეთა ნაკრებმა (ლიკა ჯიჯეიშვილი, თეოდორა კახიანი, დარია ანტონოვა) გერმანიის ქალაქ დიუსელდორფში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე, ხმლით შეჯიბრში მე-14 ადგილი დაიკავა.

ქართველმა მოფარიკავეებმა პლეი-ოფში რუსეთთან 29:45 წააგეს და მეცხრე-მეთექვსმეტე პოზიციებისთვის ბრძოლაზე გადაერთვნენ. საქართველოს ნაკრები თურქეთთან 44:45 დამარცხდა, შემდეგ ბულგარეთს აჯობა (45:37), მეცამეტე-მეთოთხმეტე ადგილებისთვის შეხვედრაში კი რუმინეთთან 42:56 წააგო.

0.120024