ფეხბურთი

16:53 | 20.06.2019 | ნანახია 0 - ჯერ

დვალიშვილმა ბათუმის "დინამოსთან" 1.5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა

ვლადიმერ დვალიშვილი ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია და მას 21-ნომრიანი მაისური გადაეცა. 33 წლის ფორვარდმა აჭარულ კლუბთან წელიწადნახევრიან კონტრაქტს ხელი უკვე მოაწერა.

საინტერესოა, რომ ვლადიმერ დვალიშვილი ბათუმის "დინამოს" ღირსებას 2005-2006 წლებში, საფეხბურთო კარიერის დასაწყისში იცავდა.

სხვადასხვა პერიოდში მას, "სკონტოში" (ლატვია), "ლეგიაში" (პოლონეთი), "ოდენსეში" (დანია), ჰაიფას "მაკაბიში" (ისრაელი) და თბილისის "დინამოში" უთამაშია, ბოლოს კი ს.კ. "საბურთალოს" ღირსებას იცავდა. საქართველოს ეროვნული ნაკრების მაისური ლადომ 34 ჯერ მოირგო.


Comments (0)

Please log in to post a comment Log in Or Register

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
0.070499
სარეკლამო ადგილი - 99
X x X