სხვა

15:15 | 20.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

IOC-ის აღმასრულებელმა საბჭომ ტოკიო-2020-ის კვალიფიკაცია და წონები განსაზღვრა

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) აღმასრულებელმა საბჭომ 22 მაისის რეკომენდაციების საფუძველზე, რაც მიმართული იყო ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების პროგრამაში მოკრივეთა ტურნირის შესანარჩუნებლად, შეიმუშავა საკვალიფიკაციო წინადადებები. საბჭოს გადაწყვეტილებები მოიცავს ორ ძირითად საკითხს: ტოკიო 2020-ის პროგრამა და ტოკიო 2020-ის საკვალიფიკაციო სისტემა.

ტოკიოს ოლიმპიური თამაშების პროგრამაში იქნება 13 წონითი კატეგორია, აქედან რვა - კაცებისთვის და ხუთიც - ქალებისთვის.

შედარებისთვის გავიხსენოთ, რომ რიოს ოლიმპიურ თამაშების პროგრამა კაცთა ათი და ქალთა სამი წონითი კატეგორიისგან შედგებოდა.

გასათამაშებელი მედლების საერთო რაოდენობა არ იცვლება. შესაბამისად, შენარჩუნებულია 286 ათლეტის კვოტა, რაც ითვალისწინებს 186 კაც და 100 ქალ სპორტსმენს (რიო-2016 ითვალისწინებდა 250 კაც და 36 ქალ მოკრივეს).

ტოკიოს ოლიმპიური თამაშების საკვალიფიკაციო ასპარეზობები ჩატარდება 2020 წლის იანვარ-მაისში.

კაცთა წონითი კატეგორიები: 52 კგ, 57 კგ, 63 კგ, 69 კგ, 75 კგ, 81 კგ, 91 კგ, +91 კგ;

ქალთა წონითი კატეგორიები: 51 კგ, 57 კგ, 60 კგ, 69 კგ, 75 კგ.

www.geonoc.org.ge

0.116833