ფეხბურთი

11:18 | 20.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

რამოსმა ლუის ენრიკეს მხარი დაუჭირა

ესპანეთის ნაკრების კაპიტანი, სერხიო რამოსი, ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ლუის ენრიკეს წასვლას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. გუშინ ესპანეთის სამეფო ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლუის რუბიალესმა განაცხადა, რომ ქვეყნის ნაკრების დამრიგებელი რობერტ მორენო გახდება, რომელიც მანამდე ენრიკეს თანაშემწე იყო.

„ყოველი ჩვენი გამარჯვება თქვენიც იქნება. ჩვენ მხარს გიჭერთ თქვენ“ - დაწერა რამოსმა თავის „ტვიტერში.“

ლუის ენრიკემ ესპანეთის ნაკრები შარშან ჩაიბარა. მისი ხელმძღვანელობით ეროვნულმა გუნდმა 7 შეხვედრა ჩაატარა, აქედან ხუთი მოიგო და ორში დამარცხდა. მორენო კი რამდენიმე მატჩში გაძღოლია „ფურია როხას,“ როცა ენრიკე პირადი მიზეზების გამო ვერ იცლიდა.

0.119773