მადრიდის „რეალმა“ ფერლან მენდი ოფიციალურად წარადგინა. „სამეფო კლუბმა“ 24 წლის ფრანგი რამდენიმე დღის წინ გაიფორმა, მაგრამ მიის წარდგენის ცერემონია დღეს გაიმართა.
მენდიმ სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა, რის შემდგომაც 6-წლიან კონტრაქტს ხელი მოაწერა.
„ჩემთვის დიდი პატივია ამ გუნდში თამაში, მსოფლიოს ყველაზე დიდ გუნდში. მადლობა პრეზიდენტს ნდობისთვის, ჰალა მადრიდ“, - თქვა მენდიმ.
აქვე შეგახსენებთ, რომ „რეალმა“ მენდიმდე ბრაზილიელი როდრიგო გოესი ოფიციალურად წარადგინა.