ფეხბურთი

16:15 | 19.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

ტრანსფერი გადაწყდა: ჰუმელსი "დორტმუნდში" ითამაშებს

მიუნხენის „ბაიერნის“ მცველი მატს ჰუმელსი „დორტმუნდში“ დაბრუნდა. გავლენიანი გამოცემა Kicker-ის ცნობით, მხარეებმა დღეს ყველა დეტალზე შეთანხმებას მიაღწიეს და 30 წლის მცველი „სიგნალ იდუნა პარკზე“ დაბრუნდება.

გარიგების თანახმად „დორტმუნდი“ „ბაიერნს“ 38 მილიონ ევროს გადაუხდის, ხოლო ჰუმელსი სამწლიან კონტრაქტს გააფორმებს. აღსანიშნავია, რომ სამი წლის წინ „რეკორდმაისტერმა“ სწორედ „დორტმუნდს“ 35 მილიონი ევრო გადაუხადა და ახლა მისი გაყიდვა 3 მილიონით ძვირად მოახერხა.

ჰუმელსმა „ბაიერნის“ რიგებში 118 თამაში ჩაატარა, 8 გოლი გაიტანა, სამჯერ გახდა გერმანიის ჩემპიონი, ხოლო ორჯერ ქვეყნის თასი მოიგო.

მატსი „დორტმუნდის“ ღირსებას 2007-2016 წლებში იცავდა და 309 თამაშში 25 გოლი გაიტანა. გერმანელს ხსენებული ორი გუნდის გარდა არსად უთამაშია. კარიერა „ბაიერნში“ დაიწყო, საიდანაც „დორტმუნდში“ გადავიდა, შემდეგ ისევ „ბაიერნს“ დაუბრუნდა, ხოლო ახლა კვლავ „დორტმუნდის“ ჯერი დადგა...

0.114331