ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციამ საბოლოოდ დაადასტურა, რომ მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატი 18-27 სექტემბერს ტაილანდის ქალაქ პატტაიაში გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ სულ რამდენიმე თვის წინ გადაწყვეტილი არ იყო თუ სად ჩატარდებოდა მსოფლიოს პირველობა და ერთ-ერთ მასპინძელ ქვეყანად საქართველო მოიაზრებოდა. ეს იმის ნიშანია, რომ საქართველოს ძალოსნობის ფედერაციას და კერძოდმ ჩვენს ქვეყანას აქვს ის ავტორიტეტი და ნდობა, რასაც საერთაშორისო ფედერაცია ენდობა და ნებისმიერ დროს შეუძლია იქონიოს ჩვენი ქვეყნის იმედი.
უპირველეს ყოვლისა ეს ჩვენი პრემიერმინისტრის დამსახურებაა, რომელიც წუთიდან იდეის გაჟღერებისა, გვერდში დაუდგა ჩვენს ფედერაციას და თანადგომა გამოუცხადა ბატონ კახი კახიაშვილს. დიდი მადლობა ბატონ მამუკა ბახტაძეს და სრულიად სპორტის სამინისტროს.
ასე რომ პატივცემულო ქომაგებო, მოვემზადოთ ახალი გამოწვევისთვის, ჩვენი ძალოსნები სექტემბერში კიდევ ერთხელ შეეცდებიან ახალი შედეგების და ტიტულების დაუფლებას. წარმატებები ჩვენს გუნდს.