მეორე ევროპული თამაშების საესტაფეტო „მშვიდობის ცეცხლმა" მინსკში შეაბიჯა. მულტისპორტული ასპარეზობის ცეცხლს სახელმწიფო დროშის მოედანზე ბელარუსი ესტრადის არტისტების კონცერტით შეეგებნენ. ღონისძიებაში საპატიო როლი ეკისრებოდათ ტიტულიან ბელარუს სპორტსმენებს, მათ შორის - ოლიმპიურ ჩემპიონებს.
საჩირაღდნო ესტაფეტაში მონაწილეობა მიიღო თავისუფალ ჭიდაობაში სამგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა ალექსანდრ მედვედმაც, რომელსაც ასეთი საპატიო როლი ჰქონდა 1980 წლის მოსკოვის ოლიმპიურ თამაშებზე.
მინსკი-2019-ის სიმბოლოს - „მშვიდობის ცეცხლის" მოგზაურობა 21 ივნისს ბელარუსიის დადაქალაქის „დინამოს" ეროვნულ ოლიმპიურ სტადიონზე მეორე ევროპული თამაშების გახსნის ცერემონიაზე ცეცხლის დანთებით დასრულდება.
www.geonoc.org.ge