ფეხბურთი

13:45 | 19.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

თბილისში UEFA GROW-ს სემინარი დასრულდა

17-18 ივნისს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს მხარდაჭერით თბილისში, სასტუმრო რადისონში UEFA GROW-ს ორ დღიანი სემინარი გაიმართა.

აღმოსვლეთ ევროპის ქვეყნების რეგიონალური შეხვედრის ძირითადი მიზანი მატჩებზე გუშემატკივართა მოზიდვა და მათი რაოდენობის გაზრდა იყო. აღნიშნულ თემასთან ერთად სემინარის მონაწილეებმა ქალთა ფეხბურთში მიმდინარე სიახლეებზეც იმსჯელეს.

ორი დღის განმავლობაში შვიდი ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებმა ჯგუფური სამუშოებისა და პრეზენტაციების საშუალებით ერთმანეთს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს.

თბილისში UEFA GROW-ს ორ დღიანი სემინარს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებთან ერთად, უკრაინის, მოლდოვას, ბელარუსის, აზერბაიჯანის, რუსეთისა და ყაზახეთის ფეხბურთის ფედერაციების წარმომადგენლები დაესწრნენ. შეგახსენებთ, რომ პირველი რეგიონალური UEFA GROW სამიტი საქართველოში 2017 წლის მარტში ჩატარდა და მასში 15-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობდა.

www.gff.ge

0.116422