ფეხბურთი

11:52 | 19.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

მართამ კლოზეს გადაუსწრო

საფრანგეთში მიმდინარე ქალთა მსოფლიო ჩემპიონატის, ჯგუფური ეტაპის მატჩში, ბრაზილიამ იტალიას 1:0 მოუგო. ერთადერთი გოლი პენალტით მართამ გაიტანა. ეს ბრაზილიელი ქალბატონის მე-17 გოლი გამოდგა მუნდიალებზე. ამისდაკვალად, მართამ მიროსლავ კლოზეს რეკორდი (16 გოლი) გააუმჯობესა და მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში საუკეთესო მეგოლე გახდა.

შეგახსენებთ, რომ 33 წლის მართა, ფიფას ვერსიით ექვსჯერ დაუსახელებიათ საუკეთესო ფეხბურთელად (2006, 07, 08, 09, 10, 18). ბრაზილიის ნაკრების შემადგენლობაში მართას ორჯერ მოუგია ოლიმპიური ვერცხლი და ერხელაც (2007) მსოფლიო ჩემპიონატზე მეორე ადგილი დაუკავებია.

0.125955