კოპა ამერიკის ჯგუფური ეტაპის მე-2 ტურის მატჩში, ბრაზილიის ნაკრებმა სალვადორში, „არენა ფონტე ნოვაზე“ ვენესუელის ეროვნული გუნდის გატეხვა ვერ შეძლო და უგოლოდ დაუზავდა.
მეორე ტაიმში მსაჯმა ვიდეოარბიტრის დახმარებით, ბრაზილიელებს ორი გოლი გაუუქმა.
ბრაზილიელებმა ასეთი შემადგენლობით ითამაშეს: ალისონი, დანი ალვეში, ფილიპე ლუისი, ტიაგუ სილვა, მარკინიოსი, კოუტინიო, კაზემირო (ფერნანდინიო 57), არტური, ფირმინო, რიშარლისონი (გაბრიელ ჟეზუსი 46), ნერეში (ევერტონი 72).
ორი ტურის შემდეგ, A ჯგუფში ბრაზილიელებმა 4 ქულა მოაგროვეს და ამდენივექულიან პერუსთან ლიდერობას იყოფენ. ვენესუელას 2 ქულა აქვს, ბოლივიას არცერთი.