ქართველმა ჩოგბურთელმა ოქსანა კალაშნიკოვამ ესპანეთის ქალაქ მალიორკაში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე (საპრიზო ფონდი 250 ათასი ევრო) პირველი წრე დასძლია.
კალაშნიკოვამა და ავსტრალიელმა მონიკ ადამჩაკმა ბელარუსი ლიძია მაროზავა და ავსტრალიელი სტორმ სანდერსი 4:6, 7:5, 10:7 დაამარცხეს და მეოთხედფინალში გააღწიეს.
თუ ვინ იქნება ქართულ-ავსტრალიური დუეტის მომდევნო მეტოქე მოგვიანებით გაირკვევა, როდესაც ბელგიელი კირსტენ ფლიპკენსი და შვედი იოჰანა ლარსონი პუერტო რიკოელ მონიკა პუიგსა და ლატვიელ ანასტასია სევასტოვას ეთამაშებიან.