31 წლის ესპანელი ნახევარმცველი ხუან მატა "მანჩესტერ იუნაიტედში" რჩება, აღნიშნულ ინფორმაციას ბრიტანული მედია ავრცელებს. წყაროს ცნობით, მხარეები 3-წლიან კონტრაქტზე შეთანხმდნენ.
მას შემდეგ, რაც სოლსკიაერი მანჩესტერელების მთავარი მწვრთნელი გახდა, მატამ ძირითად შემადგენლობაში ადგილი და დაკარგა.
განვლილ სეზონში ყველა ტურნირზე ერთად ხუანმა 33 შეხვედრა ჩაატარა და 7 გოლი გაიტანა.
მატა "მანჩესტერში" 2014 წლიდან თამაშობს, სულ 218 მატჩი აქვს გამართული, თავი კი 45-ჯერ გამოიჩინა.