ფეხბურთი

16:45 | 18.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

“საბურთალო” ჩემპიონთა ლიგაზე “შერიფს” ეთამაშება

უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ჩემპიონის თბილისის “საბურთალოს” მეტოქე მოლდოვური “შერიფი” იქნება. შეხვედრები 9-10 ივლისსა და 16-17 ივლისს ჩატარდება.

შეგახსენებთ, რომ ტირასპოლელთა გარდა, საბურთალოელთა შესაძლო მეტოქეები “სელტიკი” (შოტლანდია), “ყარაბახი” (აზერბაიჯანი), “დუდელანჟი” (ლუქსემბურგი) და “სლოვანი” (ბრატისლავა, სლოვაკეთი) იყვნენ.

პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრის სრული შედეგები
“ნომე კალიუ” (ესტონეთი) – “შკენდია” (მაკედონია)
“სუდუვა” (ლიტვა) – “ცრვენა ზვეზდა” (სერბეთი)
“არარატ-არმენია” (სომხეთი) – აიკ (შვედეთი)
“ასტანა” (ყაზახეთი) – “კლუჟი” (რუმინეთი)
“ლუდოგორეცი” (ბულგარეთი) – “ფერენცვაროში” (უნგრეთი)
“პარტიზანი” (ალბანეთი) – “ყარაბახი” (აზერბაიჯანი)
“სლოვანი” (სლოვაკეთი) – “სუტიესკა” (მონტენეგრო)
“სელტიკი” (შოტლანდია) – “სარაევო” (ბოსნია-ჰერცეგოვინა)
“შერიფი” (მოლდოვა) – “საბურთალო” (საქართველო)
“დუდელანჟი” (ლუქსემბურგი) – “ვალეტა” (მალტა)
“ლინფილდი” (ჩრდ.ირლანდია) – “რუსენბორგი” (ნორვეგია)
“ვალური” (ისლანდია) – “მარიბორი” (სლოვენია)
“დანდალკი” (ირლანდია) – “რიგა” (ლატვია)
“ნიუ საინთსი” (უელსი) – წინასწარი რაუნდის გამარჯვებული*
ჰიკ (ფინეთი) – “ტორსჰავნი” (ფარერის კ-ბი)
ბატე (ბელარუსი) – “პიასტი” (პოლონეთი)

*“ფერონიკელი” (“კოსოვო”), “ლინკოლნი” (გიბრალტარი), “ტრე პენე” (სან მარინო) ან “სანტა კოლომა” (ანდორა)

უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა ხვალ, 19 ივნისს შედგება.

0.113502