საქართველოს მოქმედ ჩემპიონ „საბურთალოს“ სავარაუდო მეტოქეთა რაოდენობა ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ხუთ გუნდამდე შემცირდა.
გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდი წილისყრისას განუთესავი იქნება და შესაბამისად განთესილ მეტოქეს დაუპირისპირდება. თბილისელებს თამაში ერთ-ერთ გუნდთან მოუწევთ:
„სელტიკი“ (შოტლანდია), „ყარაბაღი“ (აზერბაიჯანი), „შერიფი“ (მოლდოვა), „დუდელანჟი“ (ლუქსებურგი), „სლოვანი“ (სლოვაკეთი)
აქვე გეტყვით, რომ წილისყრა 18 ივნისს, შვეიცარიის ქალაქ ნიონში, თბილისის დროით 16:30 საათზე გაიმართება.