ფეხბურთი

21:26 | 17.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

ევროპა ლიგაზე ქართული გუნდების სავარაუდო მეტოქეების რაოდენობა ხუთამდე შემცირდა

უეფას ევროპა ლიგაზე ქუთაისის „ტორპედოს“, „დინამო თბილისისა“ და საჩხერის „ჩიხურას“ სავარაუდო მეტოქეთა რაოდენობა ხუთამდე შემცირდა. როგორც უეფას ვებგვერდი ოფიციალურად იტყობინება, ქუთათურები მეორე ჯგუფში მოხვდნენ, სადაც 5-5 განთესილ-განუთესავი გუნდი განთავსდა.

ისინი ხვალ შვეიცარიის ქალაქ ნიონში გასამართ წილისყრისას დაწყვილდებიან. „ტორპედოს“ სავარაუდო მეტოქეთა ჩამონათვალი კი ასეთია:

„ჰაიდუკი“ (ხორვატია), „ლეგია“ (პოლონეთი), ცსკა (ბულგარეთი), „რადნიჩკი“ (სერბეთი), „ორდაბასი“ (ყაზახეთი)

„ჩიხურა“ მეექვსე ჯგუფში მოხვდა, როგორც განუთესავი და მისი მეტოქე შემდეგი განთესილი გუნდებიდან ერთ-ერთი იქნება:

„სპარტაკი“ (სლოვაკეთი), „ჟალგირისი“ (ლიეტუვა), „ფოლა“ (ლუქსემბურგი), „ალაშკერტი“ (სომხეთი), „ოლიმპია“ (სლოვენია)

რაც შეეხება „დინამო თბილისს“, მოგეხსენებათ, განთესილია და მეშვიდე ჯგუფში მოხვდა, სადაც განუთესავ გუნდს დაუპირისპირდება. სავარაუდო მეტოქეთა ხუთეული კი ასეთია:

„ტეუტა“ (ალბანეთი), „ფიორიტა“ (სან მარინო)/“ენგორდანი“ (ანდორა) წყვილში გამარჯვებული, „შიროკი ბრიეგი“ (ბოსნია), „დუნაისკა სტრედა“ (სლოვაკეთი), „კაუნო ჟალგირისი“ (ლიეტუვა).

აქვე გეტყვით, რომ ევროპა ლიგის წილისყრა 18 ივნისს, თბილისის დროით 17:30 საათზე გაიმართება.

0.068339