ფეხბურთი

15:40 | 17.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

მეორე წრეში ზივზივაძე და კორღალიძე საუკეთესოები არიან

საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მეორე წრის საუკეთესო ფეხბურთელად ქუთაისის „ტორპედოს“ თავდამსხმელი ბუდუ ზივზივაძე დასახელდა. აღნიშნულ ინფორმაციას ლიგის ვებგვერდი ავრცელებს.

ზივზივაძემ მეორე წრეში უკლებლივ ყველა, ცხრა შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და მეტოქეთა კარში 8 გოლის გატანა შეძლო. აქვე გეტყვით, რომ ბომბარდრითა დავაში ზივზივაძე და ლაშა შინდაგორიძე 10-10 გოლით ლიდერობენ, მესამე ადგილზე ლევან შენგელიაა 9 გოლით.

საუკეთესო მწვრთნელად თბილისის "ლოკომოტივის" თავკაცი ლევან კორღალიძე დასახელდა, რომლის გუნდმა მეორე წრეში ყველაზე მეტი ქულა (19) მოიპოვა და ყველაზე ცოტა გოლი გაუვშა.

შეგახსენებთ, საქართველოს კრისტალბეთ ეროვნულ ლიგას ორი წრის შემდეგ მოქმედი ჩემპიონი „საბურთალო“ ლიდერობს, ხოლო მეორე ადგილზე ბათუმის „დინამოა“, რომელიც ლიდერს 1 ქულით ჩამორჩება.

0.140679