ფეხბურთი

14:57 | 17.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მეორე წრის სიმბოლური ნაკრები

საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ვებგვერდმა აწ დასრულებული მეორე წრე შეაჯამა და სიმბოლური ნაკრები გამოაქვეყნა. აღსანიშნავია, რომ საუკეთესო 11-ეულში თბილისის „ლოკომოტივის“ ფეხბურთელები სჭარბობენ და ეს მოსალოდნელიც იყო, რადგან „რკინიგზელებმა“ მეორე წრე დიდებულად ჩაატარეს.

მეორე წრის სიმბოლური ნაკრები კი შემდეგნაირია:

მეკარე: დემეტრე ბულისკერია („ლოკომოტივი“)

მცველები: დავით უბილავა („ლოკომოტივი“), გაგი მარგველაშვილი („საბურთალო“), ალექსანდრე გურეშიძე („ლოკომოტივი“), ლუკა ლკავეხელიანი („საბურთალო“)

ნახევარმცველები: ლაშა შინდაგორიძე („საბურთალო“), ვლადიმერ მამუჩაშვილი („დინამო ბათუმი“), დავით სამურკასოვი („ლოკომოტივი“), ზაზა ციცქიშვილი („რუსთავი“)

თავდამსხმელები: ნიკოლოზ საბანაძე („დინამო ბათუმი“), ბუდუ ზივზივაძე („ტორპედო“)

შეგახსენებთ, კრისტლაბეთ ეროვნულ ლიგას 18 ტურის შემდეგ (ორი წრე, სეზონის ნახევარი) „საბურთალო“ 38 ქულით ლიდერობს, ხოლო ბათუმის „დინამო“ 1 ქულით ჩამორჩება და მეორე ადგილზეა.

0.103587