ევროპის ოლიმპიური კომიტეტების (EOC) საკოორდინაციო კომისია ჯორჯ ვიშაცკეს ხელმძღვანელობით, მესამე და დასკვნითი სამუშაო ვიზიტით სტუმრობდა XV ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის დედაქალაქ ბაქოს.
ბაქო-2019-ის საორგანიზაციო კომიტეტთან შეხვედრისას განიხილებოდა შეჯიბრებების გრაფიკი, რისკების მართვა, მარკეტინგულ პარტნიერებთან და ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტებთან ურთიერთქმედება, ასევე ფესტივალის გახსნისა და დახურვის ცერემონიების დეტალები.
XV ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს 20-27 ივლისს ბაქო უმასპინძლებს. მასში მონაწილეობას მიიღებს 50-მდე ქვეყნის დაახლოებით 3600 სპორტსმენი. 14-დან 18 წლამდე ათლეტები სპორტის 10 სახეობაში (მძლეოსნობა, მხატვრული ტანვარჯიში, კალათბურთი, ველოსპორტი, ხელბურთი, ძიუდო, ცურვა, ჩოგბურთი, ფრენბურთი და ჭიდაობა) გაითამაშებენ მედლებს.
www.geonoc.org.ge