4 ოქტომბერს ამსტერდამში ქართველ კიკბოქსიორ გიგა ჭიკაძესა და რუსეთის წარმომადგენელ არმენ ზაკიანს (72.5) შორის K-1-ის წესებით საჩემპიონო ორთაბრძოლა გაიმართება. ღონისძიების ორგანიზატორია ჰოლანდიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პრომოუშენი –Fight Fans.
გიგა ჭიკაძე: “ბრძოლა შაბათს, 4 ოქტომბერს, ამსტერდამში გაიმართება. ზაკიანი ძველი მოკრივეა და ხელით კარგად ჩხუბობს, ამას გარდა, ის მარცხენა პოზიციიდან იბრძვის, რაც საქმეს კიდევ უფრო ართულებს.
მიუხედავად დროის სიმცირისა და სირთულეების გაცნობიერებისა, განწყობა საბრძოლო მაქვს და შევეცდები ქართველი გულშემატკივარი რუსი ოპონენტის დამარცხებით კიდევ ერთხელ გავახარო.
ასევე მადლობას ვუხდი iveriabet.com-ს,rompetrol-ს დაSteaking-ს. მსურს ჩემი ბრძოლა მივუძღვნა ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ კამპანიას”.
ორთაბრძოლა 4 ოქტომბერს ჰოლანდიის დროით 19:00 საათზე დაიწყება.