ფეხბურთი

22:12 | 16.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

სარის ტურინში წელიწადში 6 მილიონს გადაუხდიან

ტურინის „იუვენტუსის“ ახლადდანიშნული მთავარი მწვრთნელი, მაურიციო სარი, წელიწადში ჯამაგირად 6 მილიონ ევროს მიიღებს - წერს თავის ტვიტერზე ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი, ნიკოლო ჩეკარინი.

სარიმ ტურინულ კლუბთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა, ამისდაკვალად, 60 წლის სპეციალისტი ამ ხნის განმავლობაში 18 მილიონს გამოიმუშავებს.

შეგახსენებთ, რომ სარიმ „იუვენტუსის“ დამრიგებლის პოსტზე მასიმილიანო ალეგრი შეცვალა, რომელიც „ბებერ ქალბატონს“ 2014-19 წლებში წვრთნიდა.

0.119215