ფეხბურთი

12:15 | 16.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბეილმა შესაძლოა "ბაიერნში" იჯარის წესით ითამაშოს

უელსის ეროვნული ნაკრების და მადრიდის "რეალის" შემტევმა გარეტ ბეილმა შესაძლოა მომდევნო სეზონი მიუნხენის "ბაიერნში" იჯარის წესით გაატაროს. აღნიშნული ინფორმაცია The Sun-მა გაავრცელა.

გერმანულ გრანდს შეტევის ხაზის გაძლიერება სურს, რადგან კლუბი არიენ რობენმა და ფრენკ რიბერიმ დატოვეს. ასევე უცნობია "რეალის" პოზიცია აღნიშნულ იჯარასთან დაკავშირებით.

ბეილმა გასულ სეზონში 42 მატჩი ჩაატარა, მოედანზე საშუალოდ 62 წუთს ატარებდა და 14 გოლი გაიტანა. 2018 წლის დასაწყისიდან მოყოლებული, უელსელის სატრანსფერო ღირებულება მცირდება და ამჟამად 60 მილიონ ევროს შეადგენს.

0.117687