კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-18 ტურში ქუთაისის "ტორპედომ" "ჩიხურას" 5:3 მოუგო. წყალტუბოში გამართულ შეხვედრაში "ტორპედომ" მატჩის ბედი საწყის 18 წუთში გადაწყვიტა, გოლები გიორგი ქიმაძემ (მე-2 და მე-7 წუთი), მიშიკო სარდალიშვილმა (ავტოგოლი) და გრიგოლ დოლიძემ გაიტანეს.
სტუმართაგან პირველ ტაიმში ერთი გოლი ბიძინა მახარობლიძემ (22) გაქვითა. მეორე ნახევარში "ჩიხურამ" სხვაობა ერთ ბურთამდე დაიყვანა, როდესაც მახარობლიძემ 61-ე წუთზე, ხოლო ლაშა ჩიკვაიძემ 64-ე წუთზე გაიტანეს გოლები. შეხვედრის ბოლოსკენ კი "ტორპედოს" მხრიდან თავი ვაჟა ტაბატაძემ გამოიძინა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
ამრიგად, ქუთაისელებმა სამმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტეს და დროებით მესამე ადგილზე გადავიდნენ. საჩხერელებს კი ოთხმატჩიანი მოუგებელი სერია დაუგროვდათ და 23 ქულით მეხუთე ადგილზე არიან.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ამატი მედი უნდა გვქონდეს ევროპაზე?
იმედია 0-5 და 1-6 არიქნება. ტორპედო დაიშალა ჩიხურას წლებია ნორმალური არვაინ უყიდია მარტო სუსტება გუნდი
ბიჭებს სასიკეთო მადლობა ხოლო ბევრი ვაი გულშემატკივრების ჯინაზე კიდევ ბევრ სიხარულს მოგვიტანს
ტორპედო კი კობიაშვილის და მისი ამფსონების ჯინაზე მაინც გმირულად არსებობს თამაშობს და იმარჯვებს კიდეც!!!!!
ბიჭებს უდუდესი მადლობა
პროვოკატორებს რააა.....
საღოლ რა ბიჭებო!!! მადლობა ასე უფულოდ და უხელფასოდ ფაქტიურად დაშლილი გუნდი იბრძვის როგორ!!! წარმატებები და იქნება არდაიშალოს ეს გუნდი სირცხვილია!!!!
იმედია დაიშლება ტორპედო და აგარ იარსებებს.მეზიზგება