ფეხბურთი

18:10 | 15.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ინტერი" სამი ფეხბურთელის სანაცვლოდ 120 მილიონ ევროს გადაიხდის

მილანის „ინტერი“ დამდეგი სეზონისთვის შემადგენლობას გაძლიერებას გეგმავს. ახალი მთავარი მთავარი მწვრთნელის, ანტონიო კონტეს პირდაპირი მოთხოვნაც სწორედ ეს იყო და „ნერაძურის“ ხელმძღვანელობა მის სურვილს შეასრულებს.

როგორც Corriere Dello Sport-ი იტოყიბნება, მილანელებმა სმაი ფეხბურთელის სანაცვლოდ 120 მილიონი ევრო გადადეს. „ინტერის“ ინტერესის სფეროში ედინ ჯეკო, ნიკოლო ბარელა და რომელუ ლუკაკუ მოხვდნენ.

ჯეკოს „რომა“ დაახლოებით 20 მილიონ ევროდ აფასებს, ხოლო ბარელა, რომელიც „კალიარის“ ღირსებას იცავს, მინიმუმ 50 მილიონი ღირს. ყველაზე ძვირი კი „მანჩესტერ იუნაიტედის“ თავდამსხმელი რომელუ ლუკაკუ დაჯდება, რომელსაც მანკუნიანელთა რიგებში დარჩენა აღარ სურს და კარიერის იტალიაში გაგრძელების სურვილი არაერთხელ გამოთქვა.

0.116232