ფეხბურთი

0:30 | 15.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

დარიო უბნერი: "ფეხბურთელთა უმრავლესობა სიგარეტს ეწევიან, მაგრამ ამას ფარულად აკეთებენ"

სტაჟიან გულშემატკივრებს კარგად ეხსომებათ იტალიელი თავდამსხმელი დარიო უბნერი. ოდიოზური ფუგურა, რომელიც ერთხელ სერია A-ს საუკეთესო ბომბარდირიც გახდა, მიუხედავად იმისა, რომ იმ პერიოდში კალჩოში საოცარი კონკურენცია იყო და მსოფლიოს გამორჩეული ფორვარდები და მცველები სწორედ იტალიაში იყრიდნენ თავს.

უბნერმა უამრავ გუნდში ითამაშა, მაგრამ განსაკუთრებული კვალი „ჩეზენაში“, „ბრეშასა“ და „პიაჩენცაში“ დატოვა. იტალიელი გამოირჩეოდა იმით, რომ დღეში დაახლოებით 2 კოლოფ სიგარეტს ეწეოდა და ეს არც არასდროს დაუმალავს.

„ბრეშას“ ყოფილმა პრეზიდენტმა ლუიჯი კორიონიმ კი, ერთხელ მასზე თქვა, სიგარეტი რომ არა, მსოფლიოში საუკეთესო იქნებოდაო. უბნერმა ამ საკითხზე Gazzetta Dello Sport-თან გააკეთა კომენტარი და თქვა, რომ ფეხბურთელთა უმეტესობა მწეველია.

„იმ წლებში ცოტა გულუბრყვილო ვიყავი. ისეთი პირდაპირი ადამიანი ვიყავი, რომ როცა მოწევა მომინდებოდა, ყველას თვალწინ ვეწეოდი. კარგად ვიცი, რომ ფეხბურთელთა უმრავლესობა სიგარეტს ეწევიან, მაგრამ ისინი ჭკვიანები არიან და ამას ფარულად აკეთებენ. მე კი ყოველთვის ნამდვილი ვიყავი და ყველასთან ვაკეთებდი იმას, რისი სურვილიც მქონდა. თუმცა, არ ვყოფილვარ ერთადერთი ფეხბურთელი, რომელიც ეწეოდა“, - თქვა უბნერმა.

0.12051