გიორგი გაბედავა საქართველოში დაბრუნდა და ამიერიდან „საბურთალოს“ ღირსებას დაიცავს. ამის შესახებ თბილისური გუნდის ვებგვერდი ოფიციალურად იტყობინება. თუმცა, კონტრაქტის დეტალებზე ოფიციალურ განცხადებაში არაფერია ნახსენები.
გაბედავა ბოლოს სოსნოვეცის „ზაგლებიეში“ თამაშობდა და პოლონეთში 14 მატჩში 3 გოლი გაიტანა, მაგრამ მისი გუნდი ქვედა ლიგაში დაქვეითდა.
2018 წლის სეზონში კი 29 წლის ფორვარდი ეროვნული ლიგის საუკეთესო ბომბარდირი გახდა 22 გოლით. 2009 წლიდან მოყოლებული კი გაბედავამ 275 მატჩში 82 გოლის გატანა მოახერხა.