ამსტერდამის „აიაქსის“ კაპიტნის, მატის დე ლიხტის მომავალი კვლავ აქტუალურია. 19 წლის ფეხბურთელის გადაბირებით ყველაზე აქტიურად „ბარსელონა“, პსჟ და „იუვენტუსი“ არიან დაინტერესებულნი.
როგორც ირკვევა, ჰოლანდიელი პსჟ-სთან ძალიან ახლოსაა, ხოლო „ბარსელონასგან“ ყველაზე შორს. საქმე ისაა, რომ დე ლიხტს ყველაზე ხელსაყრელ პირობებს სწორედ პარიზელები სთავაზობენ, ხოლო კატალონელები - პირიქით.
Diario Sport-ი ხსენებული სამივე გუნდის სახელფასო პირობებს აქვეყნებს: პსჟ მზადაა ხელფასის სახით 12 მილიონი ევრო გადაიხადოს, „იუვენტუსი“ 10 მილიონზეა თანახმა, ხოლო „ბარსელონას“ წინადადება ოდენ 6 მილიონით შემოიფარგლა.
როგორც ჩანს, ჰოლანდიელი მცველისთვის გასამრჯელო უკვე მნიშვნელოვანი ფაქტორია და დიდ ყურადღებას აქცევს.
აქვე შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ მინო რაიოლა პარიზში შენიშნეს და დაიწერა, რომ პსჟ-სთან კონტრაქტის დეტალებს აგავრებდა. თუმცა, ეს ინფორმაცია მოგვიანებით თავად რაიოლამ უარყო.