სხვა

17:33 | 14.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

შოთა თევზაძის ლამაზი ჟესტი და ხელბურთის საერთაშორისო ასოციაციის ყურადღება

საქართველოს ხელბურთის ნაკრებმა IHF ერთა ჩემპიონატზე ნახევარფინალში გასვლა რომ მოახერხა, გუშინ უკვე გიამბეთ. ქართველმა ხელბურთელებმა მეხუთე მატჩი ბულგარეთს 35:19 მოუგეს და ნახევარფინალში გავიდნენ.

ამ შეხვედრიდან კი, ყურადღება საქართველოს ნაკრების მეკარემ შოთა თევზაძემ მიიქცია. საქმე ისაა, რომ ჩვენებურმა მოხალისე გოგონას თასმები შეუკრა და ჯენტლმენური ჟესტი უყურადღებოდ არ დარჩენილა.

ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციის ოფიციალურმა ვეგვერდმა ფოტო გამოაქვეყნა და დაასათაურა: „არცერთი ჩემპიონატი მოხალისეთა დახმარების გარეშე ვერ ჩატარდება. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა შოთა თევზაძემ ეს კარგად იცის. მშვენიერი მომენტი და ფოტო საქართველო - ბულგარეთის მატჩის დაწყებამდე“.

აქვე გეტყვით, რომ საქართველოს ნაკრები ნახევარფინალში დიდ ბრიტანეთს 15 ივნისს, 18:00 საათზე გაეჯიბრება. შეხვედას თბილისის სპორტის სასახლე უმასპინძლებს.

0.119217