მორიგი სანაკრებო მატჩების შემდეგ ფიფამ ივნისის თვის რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველოს ნაკრების პოზიცია უცვლელი დარჩა. ვლადიმირ ვაისის გუნდი 1255 ქულით კვლავაც ასეულის ბოლო ნაწილში, 94-ე პოზიციაზე იმყოფება.
მოგეხსენებათ, „ჯვაროსნებმა“ ივნისში ორი თამაში ჩაატარეს - გიბრალტარს 3:0 აჯობეს, ხოლო დანიასთან 1:5 დამარცხდნენ.
ცნობისთვის, ევრო 2020-ის შესარჩევ ეტაპზე ქართველთა ორი მეტოქე, შვეიცარია და დანია ათეულში არიან (შესაბამისად, მე-9 და მე-10 ადგილებზე), ხოლო ირლანდია 32-ე პოზიციას იკავებს.
...90. კონგო - 1265
91. ლუქსემბურგი - 1265
92. ტრინიდადი და ტობაგო - 1260
93. კვიპროსი - 1258
94. საქართველო - 1255
95. ყირგიზეთი - 1252
96. ვიეტნამი - 1232
97. სომხეთი - 1230
98. იორდანია - 1229
99. ესტონეთი - 1228
100. - პალესტინა - 1224
მოწინავე ათეულში რამდენიმე გადაადგილება მოხდა, თუმცა, ლიდერთა ოთხეული უცვლელია. აი, ერთა ლიგის ტრიუმფატორი პორტუგალია ორი პიზიციით დაწინაურდა და მეხუთე ადგილზე აინაცვლა. იგივე პროგრესი განიცადა ესპანეთის ნაკრებმა და მეშვიდეა.
1. ბელგია - 1746 ქულა
2. საფრანგეთი - 1718
3. ბრაზილია - 1681
4. ინგლისი - 1652
5. პორტუგალია - 1631
6. ხორვატია - 1625
7. ესპანეთი - 1617
8. ურუგვაი - 1615
9. შვეიცარია - 1589
10. დანია - 1589
საქართველოს ნაკრების მომავალი მეტოქე ერთა ლიგაზე, ბელარუსი 82-ე ადგილზეა, ხოლო შესაძლო მეტოქეები ჩრდილოეთ მაკედონია და კოსოვო პროგრესს განიცდიან. მაგალითად, კოსოვო ჯერაც ასეულს მიღმაა, მაგრამ 6 პოზიციით დაწინაურდა.
73. ჩრდილოეთ მაკედონია - 1333
82. ბელარუსი - 1286
121. კოსოვო - 1149