ფეხბურთი

4:04 | 14.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

აზარი: "მოდრიჩს 10 ნომერი ვთხოვე, მაგრამ უარი მითხრა"

მადრიდის „რეალმა“ ედენ აზარი 60 ათასი გულშემატკივრის თვალწინ საზეიმოდ წარადგინა, მაგრამ ბელგიელის სათამაშო ნომერი უცნობია.

როგორც აზარმა პრესკონფერენციაზე თქვა, ლუკა მოდრიჩს 10-ნომრიანი მაისურის დათმობა შესთავაზა, რაზც ხორვატისგან უარი მიიღო.

„კოვაჩიჩის დახმარებით მოდრიჩთან ვისაუბრე და ვუთხარი, რომ 10 ნომერი დაეთმო, მაგრამ უარი მითხრა. შესაბამისად, სხვა ნომერი უნდა ავიღო. თუმცა, ეს მნიშვნელოვანი საკითხი არაა, მთავარია ამ მაისურით თამაში“, - აღნიშნა აზარმა.

0.12764