ფეხბურთი

2:08 | 14.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

"იუვენტუსმა" "ჩელსისთან" შეთანხმებას მიაღწია: სარის დღეს ტურინში ელოდებიან

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარი მწვრთნელის პოსტი ერთი თვეა ვაკანტურია, მაგრამ როგორც ჩანს, ყველაფერი დასასრულს უახლოვდება. Sky Sport-ის ინფორმაციით, ტურინელთა სპორტულმა დირექტორმა ფაბიო პარატიჩიმ „ჩელსისთან“ შეთანხმებას მიაღწია იტალიელის გათავისუფლებასთან დაკავშირებით.

წყაროს ვარაუდით, ყველაფერი ოფიციალურად დღეს დადასტურდება. „იუვენტუსის“ „ჩელსის“ მცირე კომპენსაციას გადაუხდის და შემდეგ სარის დანიშვნას გააოფიციალურებს.

60 წლის სპეციალისტი „იუვესთან“ 3-წლიან კონტრაქტს გააფორმებს და მისი გასამრჯელო სეზონში 6 მილიონი ევრო იქნება. აღსანიშნავია, რომ სარიმ უკვე შეარჩია თავისი ასისტენტიც - ჯოვანი მარტუშიელო, რომელთან ერთადაც „ემპოლიში“ მუშაობდა.

შეგახსენებთ, სარიმ „ჩელსი“ გასულ ზაფხულს ჩაიბარა და „არისტოკრატებს“ ევროპა ლიგა მოაგებინა.

0.120038