კალათბურთი

16:23 | 13.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბითაძე “ატლანტა ჰოუქსის” ვარჯიშებში ჩაერთვება

19 წლის ქართველი კალათბურთელი გოგა ბითაძე აშშ-ში იმყოფება და ნბა-ს მოახლოებული დრაფტისთვის მზადებას განაგრძობს.

ბითაძეს მორიგი მოსამზადებელი ვარჯიშები ატლანტაში ელის, სადაც “ჰოუქსის” მიერ ორგანიზებულ “ვორქაუთში” ჩაერთვება. ჯორჯიელთა მიერ შედგენილ წვეულთა სიაში, გოგას გარდა, ამერიკელი ახალგაზრდები – ჯონათან გელოვეი, რეიჯონ ტაკერი და ლინდელ უიგინგტონი მოხვდნენ.
შეგახსენებთ, რომ NBA-ს მოახლოებული დრაფტი 20 ივნისს ნიუ იორკში, კერძოდ კი, ბრუკლინის “ბარქლაი სენთერში” გახლავთ დაგეგმილი და წინასადრაფტო სიტუაციის გათვალისწინებით, ბითაძეს მოწინავე ოცეულში არჩევა, თითქმის გარანტირებული აქვს.
ერთ-ერთი გუნდი, რომელიც ქართველი ტალანტის არჩევით სერიოზულად არის დაინტერესებული, სწორედ ხსენებული "ატლანტა ჰოუქსია".

0.117453