საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის საკოორდინაციო კომისია ბელგიელი პიერ-ოლივიე ბეკერს-ვეჟანის ხელმძღვანელობით მარსელს სტუმრობს, სადაც 2024 წლის ოლიმპიური თამაშების ფარგლებში უმასპინძლებენ აფროსნობას და საფეხბურთო მატჩებს.
პარიზი 2024-ის მასპინძლებმა კომისიის წევრებს ერთგვარი საჩვენებელი ასპარეზობებით ურბანული სპორტი გააცნეს, მათ შორის - 3X3 კალათბურთი, ბრეიკდანსი, სკეიტბორდინგი, სპორტული ცოცვა.
აღსანიშნავია, რომ ბრეიკდანსი ოლიმპიურ თამაშებზე პირველად სწორედ 2024 წელს გამოჩნდება, ხოლო სკეიტბორდინგის, 3X3 კალათბურთის და სპორტული ცოცვის დებიუტი ტოკიოს 2020 წლის თამაშებზე შედგება.
IOC-ის კომისიის წევრებმა პარიზი-2024-ის საორგანიზაციო კომიტეტის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განიხილა სპონსორულ ხელშეკრულებებთან დაკავშირებული საკითხები, საერთაშორისო ფედერაციებთან ურთიერთობები, სპორტული ობიექტების მოწყობა და, საერთოდ, ოლიმპიური თამაშებისთვის მზადების პროცესი.
www.geonoc.org.ge