ფეხბურთი

1:50 | 13.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

"მილანი" რადე კრუნიჩს დაიმატებს

იტალიური „მილანი“ „ემპოლისა“ და ბოსნიის ნაკრების ნახევარმცველ რადე კრუნიჩს გაიფორმებს. Sky Sport-ის ცნობით, მხარეებს შორის შეთანხმება შეგდა და ყველაფერი გადაწყვეტილია.

„ემპოლი“ კრუნიჩის სანაცვლოდ 8 მილიონ ევროს მიიღებს, რასაც ბონუსებიც დაემატება. 25 წლის ფეხბურთელისთვის ბრძოლაში „როსონერიმ“ „ტორინოსა“ და „ჯენოას“ კონკურენცია დაძლია, რომლებიც ასევე ინტერესდებოდნენ ბოსნიელის სამსახურით.

კრუნიჩმა გასულ სეზონში 34 მატჩი ჩაატარა, 5 გოლი გაიტანა და 6 საგოლე პასი მიითვალა.

0.151376