19 წლის ქართველი ცენტრი გოგა ბითაძე სათავეში უდგას იმ ათკაციან ევროპელ კალათბურთელთა სიას, რომლებიც NBA-ს 2019 წლის დრაფტზე წარსდგებიან.
Eurohoops-ის ცნობით, მოახლოებულ დრაფტზე კანდიდატურა 56 ევროპელს ჰქონდა დაყენებული, თუმცა, სხვადასხვა მიზეზთა გამო, გადაწყვეტილება ერთბაშად 46-მა შეცვალა.
ამგვარად, ევროპელთა საბოლოო ნუსხა, რომელთაც დრაფტზე ვიხილავთ, ასე გამოიყურება:
გოგა ბითაძე (“ბუდუჩნოსტი”, მონტენეგრო), სეკუ დუმბია (“ლიმოჟი”, საფრანგეთი), მატას იოგელა (“ძუკია”, ლიტვა), ვილიამ მაკდოველ-უაითი (“ბაუნახი”, გერმანია), ადამ მოკოკა (“მეგა ბემაქსი”, სერბეთი), ჯოშუა ობიესტე (“ვურცბურგი”, გერმანია), დავიდ ოკეკე (“ტორინო”, იტალია), ლუკა სამანიჩი (“ოლიმპია”, სლოვენია), დეივიდას სირვიდისი (“რიტასი”, ლიტვა), იოველ ზოოსმანი (“მაკაბი”, ისრაელი).
შეგახსენებთ, რომ NBA-ს მოახლოებული დრაფტი 20 ივნისს ნიუ იორკში, კერძოდ კი, ბრუკლინის “ბარქლაი სენთერში” გახლავთ დაგეგმილი და წინასადრაფტო სიტუაციის გათვალისწინებით, ბითაძეს მოწინავე ოცეულში არჩევა, თითქმის გარანტირებული აქვს.
ბოლო გუნდი, რომელმაც ქართველი კალათბურთელის მიმართ ინტერესი გამოთქვა, "სან ანტონიოს სპურზი" გახლავთ.