ფეხბურთი

11:53 | 11.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

ვეინალდუმი: „ვან დეიკი „ოქროს ბურთს“ იმსახურებს“

„ლივერპულის“ ნახევარმცველმა, ჟორჟინიო ვეინალდუმმა, ჟურნალისტებს თავისი თანაგუნდელის, ვირჯილ ვან დეიკის მიერ „ოქროს ბურთის“ მოპოვების შანსებზე ესაუბრა.

„ვირჯილმა შესანიშნავი სეზონი ჩაატარა. ის ცდილობდა ყველა შეეჩერებინა, ვის წინააღმდეგაც თამაშობდა. ჩვენ მას მსოფლიოს საუკეთესო მცველად მივიჩნევთ. ნამდვილად იმსახურებს „ოქროს ბურთს.“ თუმცა პრიზის ბედს სხვები წყვეტენ.“ - განუცხადა ვეინალდუმმა კლუბის პრესსამსახურს.

0.122223