„ლაიპციგის“ თავდამსხმელი, ტიმო ვერნერი, ამ ზაფხულს, შესაძლოა „ბაიერნში“ არ გადავიდეს. მიუნხენური კლუბი, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას, დიდი ალბათობით, უარს იტყვის ლაიპციგელის შეძენაზე, რათა გაისად, როცა ის თავისუფალი აგენტი გახდება, უფასოდ გადაიბიროს და 65 მილიონი ევრო დაზოგოს - გვამცნობს Bild.
ვერნერის „ლაიპციგთან“ კონტრაქტს ვადა 2020 წლის ზაფხულში ეწურება. ამიტომ კლუბი მის გაყიდვას ახლავე შეეცდება.
გერმანულ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ „ბაიერნი“ უკვე მოელაპარაკა ვერნერს და ამ მოლაპარაკებამ, შესაძლოა „ლაიპციგზე“ ზეწოლა მოახდინოს.
შეგახსენებთ, რომ ვერნერის შეძენით „ლივერპულიცაა“ დაინტერესებული.