ფეხბურთი

9:46 | 11.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

ვერტონგენი: „ვიმედოვნებ, ერიკსენი „ტოტენჰემში“ დარჩება“

„ტოტენჰემის“ ბელგიელმა მცველმა, იან ვერტონგენმა, იმედი გამოთქვა, რომ „დეზების“ დანიელი ნახევარმცველი, კრისტიან ერიკსენი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას, კლუბს არ დატოვებს.

„არ მინახავს ერიკსენის ინტერვიუ „რეალთან“ დაკავშირებით, ამიტომ ამ საკითხზე საუბარი გამიჭირდება. ერთს გეტყვით, კრისტიანი ფანტასტიკური ფეხბურთელია. მას 16 წლიდან ვიცნობ. ვიმედოვნებ, ის მომავალ სეზონშიც დარჩება ჩვენთან.“ - უთხრა ვერტონგენმა AS-ს.

წინა დღეებში ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს „ტოტენჰემის“ მფლობელმა, დანიელ ლევიმ, მადრიდის „რეალს“ ერიკსენის ტრანსფერში 113 მილიონი ევრო მოსთხოვა.

გასულ სეზონში ერიკსენმა ინგლისურ პრემიერლიგაში 35 მატჩი ჩაატარა. რვა ბურთი გაიტანა და 12 საგოლე პასით გამოირჩა. „დეზებთან“ მის კონტრქტს ვადა 2020 ზაფხულში გასდის.

წუხელ დანია - საქართველოს ევრო 2020-ის შესარჩევ მატჩში (5:1), ხუთიდან ერთი გოლი (პენალტით) ერიკსენმა გაგვიტანა.

0.12434