ერთა ლიგის ფინალში პორტუგალიამ ჰოლანდია 1:0 დაამარცხა და ისტორიაში პირველად აღნიშნული ჩემპიონატი მოიგო.
პორტუგალიელმა შემტევმა კრიშტიანუ რონალდუმ სანაკრებო მეორე და კარიერაში 29-ე ტიტული მოიპოვა.
რონალდუმ ერთი ტიტული „სპორტინგთან“ ერთად მოიპოვა, ორი პორტუგალიის ნაკრებში, ცხრა „მანჩესტერში“, 15 – „რეალში“, და ორი - „იუვენტუსში“.
რონალდუ პორტუგალიის ნაკრებში 2003 წლიდან თამაშობს, სადაც 158 შეხვედრა ჩაატარა და 88 გოლი გაიტანა.